რენესანსი
1.პროექტის სახელწოდება: რენესანსი (აღორძინების ხანა XIV-XVI სს).
2 .მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას რენესანსის პერიოდზე და ამავე პერიოდის მხატვრებზე, როგორც ბიოგრაფიულ ასევე მათი შემოქმედების ყველაზე თვალსაჩინო ნაწარმოებებზე. მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება: პლაკატები , ასევე გააკეთონ თემები და განათავსონ საიტზე.
3. პროექტის სრული აღწერა : პროექტში მონაწილე ბავშვები იძიებენ ინფორმაციას აღორძინების პერიოდის მსოფლიო კულტურის განვითარებაზე და ასევე ამ ეპოქაში მოღვაწე ხელოვანი ადამიანების შესახებ. ბავშვები აგროვებენ რენესანსის პერიოდის მხატვრების შემოქმედებით ამსახველ რეპროდუქციებს და ბიოგრაფიულ მონაცემებს.
4.მონაწილეთა ასაკი: რეკომენდირებულია 12–16 წ წ.
5.ვადები/ხანრძლივობა: 2010 წლის მაისიდან 3–4 კვირა.
6 .პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ვებ–გვერდის გაკეთება, მხატვრების რეპროდუქციების პრეზენტაცია, მათ მიერ მოძიებული მასალის ერთმანეთისთვის გაცნობა და თანამშრომლობა.
7.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნას ხელოვნებასა და არქიტექტურაში. შეისწავლიან რა დადებით ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე. შექმნიან ვებ გვერდს და გამართავენ დისკუსიებს ნახატების და მოძიებული მასალის ირგვლივ.
8.სარგებელი სხვებისთვის: პროექტის შედეგების (ვებ გვერდი, ფოტოები და მხატვრების ბიოგრაფიული მონაცემების ) გაცნობა იმ დაინტერესებული ადამიანებისთვის ვინც არის ჩართული პროექტში. ეს პროექტი საშუალებას აძლევს ყველა დაინტერესებულ ადამიანი გაეცნოს ინფორმაციას რენესანსის პერიოდის მხატვრებზე და მათ შემოქმედებაზე.
9.სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებულია ხელოვნებასთან, მათემატიკასთან, ისტორიასთან, ლიტერატურასთან, უცხო ენებთან. პროექტი აძლევს საშუალებას პედაგოგს დააკავშიროს არჩეული ღონისძიებები კონკრეტულ საგნებთან ეროვნულ სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგების მისაღწევად. ეროვნული სასწავლო გეგმის ელექტრონული ვარიანტია: wwwganatleba.org.
11.პროექტის ფასილიტატორი : დოდო ლიპარიშვილი. 157–ე სკოლის პედაგოგი.
12.ფასილიტატორის ელ ფოსტა:
13 . პროექტის ფორუმი.